ტიტანების შეხვედრა, ახალი ''გალაკტიკოს'' დასაწყისი
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთლები ერთმანეთს შეხვდნენ. კრიშტიანომ და ბეილმა ახლა უკვე თანაგუნდელების ამპლუაში გაიცნეს ერთმანეთი.
კრისმა ხელი ჩამოართვა ახლა უკვე ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს, გარეტ ბეილს(Daily Mail ). უელსელმა ტრამვა მოიშუშა და ნაკრების რიგებში 32 წუთიც დაჰყო მოედანზე.
გარეტი ძალიან გახარებულია მადრიდში ყოფით და ამას ვარჯიშებზეც არ მალავდა. მისი მომღიმარე სახე არც ჟურნალისტებს გამოპარვიათ.
გარეტის დებიუტი სავარაუდოდ ''ვილიარეალის'' წინააღმდეგ შედგება.
კარლიტომაც გაიცნო უელსელი და რამდენიმე რჩევა-დარიგებაც მისცა.
ბეილს გვერდით უდგას და არ სცილდება მისი მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი ლუკა მოდრიჩი. მან გარეტს გაცნობითი სახის ექსკურსია ჩაუტარა.
Daily Mail - ის მიხედვით რონალდო აღარ არის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი. მასში 80 მილიონი ფუნტი გადაიხადეს, დაახლოებით 93 მილიონი ევროა. რაც შეეხება ბეილს, მისი ფასი 86 მილიონი ფუნტია, ანუ 100 მილიონი ევრო.
''რეალისთვის'' უმნიშვნელოვანესი იქნება ტიტანების გაერთიანება,რათა ახალი გალაკტიკო ერთიანი და წარმატებული გამოდგეს. ამიტომაც, რონალდოს და ბეილის მეგობრობა და კარგი ურთიერთობა სასიცოცხლოა სამეფო კლუბისთვის.
აღსანისნავია ისიც, რომ ბეილი და კრისი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ორივე ძალიან სწრაფია და ყუმბარისებულ დარტყმას ფლობენ, ორივე ძალიან ათლეტურია, მსგავსად ასრულებენ ჯარიმებს ...
უელსელს შესანიშნავად მოეხსენება რამდენად ძლიერი შემადგენლობა ჰყავს ''რეალს'', ამიტომაც იგი ძალისხმევას არ დაიშურებს რათა სასურველ ფორმაში უმოკლეს ვადაში ჩადგეს.
Daily Mail
- 11 სექტემბერი 2013
- 6 692
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.