მარსელოს კოენტრაუ შეცვლის
ალბათ, ადვილი გამოსაცნობია, რომ ტრავმირებულ მარსელოს, ფაბიუ კოენტრაუ შეცვლის.
ანჩელოტის სამეფო კლუბში, კოეს სათამაშო დრო მხოლოდ 180 წუთით შემოიფარგლება.ნიშანდობლივია, რომ მარცხენა მცველი მხოლოდ პრე-სეზონის მატჩებში იქნა გამოყენებული.ბუნებრივია, იტალიელი სპეციალისტი ხშირად მისცემდა მოთამაშეს თავის გამოჩენის საშუალებას, რომ არა მისი საზაფხულო სურვილი, მადრიდის დატოვებასთან დაკავშირებით.
სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და კოენტრაუც სამეფო კლუში დარჩა.ის საკმაოდ ბრძოლისუნარიანადაა განწყობილი: „ყველას დავუმტკიცებ, რომ „რეალში“ თამაშის ღირსი ვარ.აქ 2 წლის განმავლობაში გამოვდივარ და კონკურენცია არ მაშინებს.მე საკმაოდ დიდი დრო მაქვს გატარებული სასტარტო შემადგენლობაში“ - დასძინა რამდენიმე ხნის წინ ფაბიუმ.
„ვილიარეალთან“ მატჩისთვის, მარსელოს შემცვლელად არბელოასაც მოიაზრებენ, თუმცა ჩრ.ირლანდიასთან პაექრობაში, კოენტრაუმ დაამტკიცა, რომ ძირითადში დაყენებას იმსახურებს.
marca.com
- 10 სექტემბერი 2013
- 1 632
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.