ინფორმაცია მადრიდელთა ლაზარეთიდან
როგორც იცით, სანაკრებო ბატალიებიდან ისკო, რონალდუ, მარსელო და მოდრიჩი დაბრუნდნენ ტრავმით მადრიდში.
როგორც გუშინ გაუწყეთ, ბრაზილიელი მცველის შემთხვევაში ყველაფერი ნათელია.მარსელო 3 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება თანაგუნდელებს, რაც 5 შეხვედრის გამოტოვებას უდრის.
ისკოს თამაში „ვილიარეალის“ წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.მადრიდელთა ახალწვეულს მარცხენა კოჭის ტრავმა აწუხებს.სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ სერიოზული არაფერია.ფეხბურთელი მომავალი მატჩის განაცხადში იმ შემთხვევაში შევა, ტკივილები თუ აღარ შეაწუხებს.
და ბოლოს, „ას“-ის ინფორმაციით, რონალდუ და მოდრიჩი, რომლებიც კუნთის აიტკიების გამო ჩამოშორდნენ ნაკრებებს, „ყვითელ წყალქვეშა ნავთან“ პირველი წუთებიდან გამოჩნდებიან მოედანზე.
as.com
- 10 სექტემბერი 2013
- 3 485
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.