პეპემ რონალდუ შეაქო
მადრიდის „რეალის“ ცენტრალურმა მცველმა პეპემ, განაცხადა, რომ პურტუგალიური ფეხბურთის ისტორიაში, ეუსებიოსთან და ფიგუსთან ერთად, რონალდუ საუკეთესოა.
„ჩრ.ირლანდიასთან დაპირისპირებისთვის, კრიშტიანუ ბოლომდე მზად არ იყო, თუმცა ის მწვანე მინდორზე გამოვიდა და 90 წუთი იბრძოლა, რამეთუ გაანალიზებული ჰქონდა, თუ რაოდენ მნიშვნელობის იყო ეს თამაში ჩვენთვის.“
„რონალდუ პორტუგალიის სიმბოლოა.ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, კაპიტანი აუცილებლად დატოვებს საკუთარ კვალს მსოფლიო ფეხბურთში.“
ცნობისთვის, ეროვნულ გუნდში ჩატარებული 108 მატჩიდან კრიშტიანუს 43 გოლი აქვს გატანილი.ეს მაჩვენებელი მეორეა ნაკრების ისტორიაში.ის მხოლოდ 3 გოლით ჩამორჩება პედრო პაულეტას.
რაც შეეხება პეპეს, რომელიც თავის დროზე „რეალმა“ 30 მლნ. იყიდა „პორტუდან,“ მას 50-ჯერ აქვს მორგებული „მუქი წითელი“ მაისური.
as.com
- 10 სექტემბერი 2013
- 1 643
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.