მორატა: „დარწმუნებული ვარ, ანჩელოტი გვაკვირდება“
მიმდინარე კვირაში გამართული სანაკრებო ბატალიები, ფრიად შედეგიანი გამოდგა ალვარო მორატასთვის, რომელმაც ესპანეთის 21 წლამდელებში 2 მატჩის თავზე, 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მოითვალა.
ახალგაზრდა მადრიდისტა დარწმუნებულია, რომ განვლილ შეხვედრებს თვალს ადევნებდა კარლო ანჩელოტი.
„თითოეულ ჯერზე, უფრო მონდომებით ვუერთდები ნაკრებს.აქ მეტი სათამაშო დრო მეძლევა და ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო.ჩემი მიზანია, კლუბში ასეთივე შედეგიანობა.“
„დარწმუნებული ვარ, ანჩელოტი თვალ-ყურს ადევნებდა ჩვენს თამაშებს, სადაც მე, ხესემ, კარვახალმა და პაჩეკომ მაღალ დონეზე წარმოვაჩინეთ თავი.რა თქმა უნდა, ამაზე არ გავჩერდებით და უწინარეს ყოვლისა, თავდაუზოგავ მუშაობას გავაგრძელებთ.“
„გუნდში ახალი ფორვარდის მოყვანაზე ბევრს საუბრობენ.იმედია, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, ხესესთან ერთად იმდენს მოვახერხებ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ იდგეს.“
as.com
- 10 სექტემბერი 2013
- 1 532
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.