მორატა და ხესე კვლავ გოლაობენ
ესპანელმა 21 წლამდელებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი მატჩი გამართეს.
„ფურია როხამ“ ალბანელ თანატოლებს უმასპინძლა და 4-0 გაანადგურა.პირველი 2 გოლი ბასკმა მუნიაინმა ჩაიწერა აქტივში, ხოლო შემდეგი ორი კი, მორატასა და ხესეს ანგარიშზეა.პირველ შემთხვევაში, კარვახალმა გაუკეთა საგოლე პასი ალვაროს, ხოლო შემდეგ, თავად მორატამ გაუწია ასისტი ხესეს.
აღსანიშნავია, რომ ნაკრების ბოლო ორ დაპირისპირებაში, მორატამ 5 გოლს მოუყარა თავი, ხოლო როდრიგესმა 2-ს.
- 10 სექტემბერი 2013
- 2 497
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.