„ვილიარეალისთვის მზადება დაიწყო
სამეფო კლუბმა შაბათს გასამართი მატჩისთვის მზადება დაიწყო.
კარლო ანჩელოტის განკარგულებაში მხოლოდ ის მოთამაშეები გახლდათ, რომლებიც ჩართულნი არარიან სანაკრებო ბატალიებში.
ეროვნული გუნდებიდან ნაადრევად დაბრუნებულნი მოთამაშეები (რონალდო, ისკო, მარსელო და მოდრიჩი) სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდნენ.აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად კრიშტიანუმ რამდენიმე წუთით მოედანზეც ივარჯიშა, თუმცა შემდეგ დარბაზში გადაინაცვლა, სადაც ჩამოთვლილ ფეხბურთელებთან ერთად, ჩაბი ალონსოც იმყოფებოდა.
რაც შეეხებათ ილიარასა და კაზემიროს, ისინი ბურთით ვარჯიშობდნენ, ხოლო რაფა ვარანი, ინდ.პროგრამით განაგრძობს სვლას.
- 10 სექტემბერი 2013
- 1 918
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.