"მადრიდის რეალი"-ს ფინანსური იმპერია

გამომცემლობა Forbes-ის წარმომადგენელი მაიკლ ოზანიანი "მადრიდის რეალის" ფინანსურ შესაძლებლობებს მიმოიხილავს.

"მადრიდის რეალის" ღირებულება 3,4 მლრდ. ა.შ.შ დოლარს აღწევს, რაც 100 მლნ. ა.შ.შ დოლარით მეტია, ვიდრე მისი ღირებულება მიმდინარე წლის აპრილის თვეში. 100 მლნ.-იანმა ზრდამ საშუალება მისცა ესპანურ გრანდს გამხდარიყო ყველაზე ძვირადღირებული კლუბი მსოფლიოში. მას უკან მოსდევს "მანჩესტერ იუნაიტედი", რომლის ღირებულებაც შეადგენს 3,3 მლრდ. ა.შ.შ. დოლარს.

ფინანსური მაჩვენებლები, რომლებიც "მადრიდის რეალმა" წარმოადგინა, გვიჩვენებს, რომ 2012-13 ფისკალურ წელს "მადრიდის რეალის" შემოსავლები გაიზარდა 5,5%-ით 686 მლნ. ა.შ.შ დოლარამდე. "მადრიდის რეალი" ერთადერთი სპორტული კლუბია მსოფლიოში, რომლიც 600 მლნ. ა.შ.შ დოლარზე მეტს შოულობს ყოველწლიურად. ამას ის უკვე ზედიზედ მესამე წელია, რაც ახერხებს. "მადრიდის რეალის" საოპერაციო შემოსავლები (შემოსავლები აქციების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის და არამატერიალური აქტივების, როგორიც არიან მაგ: ფეხბურთელები, გარეშე) გაიზარდა 2,3%-ით 174 მლნ. აშშ დოლარამდე (ევროებში შემოსავლები გაიზარდა 1,3%-ით, ხოლო საოპერაციო შემოსავლები კი 1,5%-ით შემცირდა). "მადრიდის რეალის" ბალანსიც უფრო ძლიერია, ვიდრე წინა წელს. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ის, რომ კლუბის ვალების წილი საოპერაციო შემოსავლებში შემცირდა 0,8-დან 0,6-მდე.

  • shvela
  • 9 სექტემბერი 2013
  • 2 868
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)