რონალდოს საქმე გრძელდება
როგორც ჩანს არ დამთავრებულა კრისტიანო რონალდოს ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი. თითქოს მას ტრავმა ჰქონდა და დაუბრუნდა კლუბს, რათა გამოჯანმრთელებულიყო საბოლოოდ. ექიმებს ეგონათ, რომ კრისტიანო უკვე მომავალ მატჩში "რასინგის" წინააღმდეგ შეძლებდა თამაშს, მაგრამ ახლა ყველაფერი მხოლოდ რონალდოზე არ არის დამოკიდებული.
"ფიფას" წესდებით, პორტუგალიელი "რასინგთან" თამაშს იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ...ნებას დართავს პორტუგალიის საფეხბურთო ფედერაცია. "ფიფას" წარმომადგენლებმა შეახსენეს "სამეფო კლუბს", რომ "რასინგთან" მატჩი 21 ნოემბერს გაიამართება, ხოლო პორტუგალიის ნაკრები ბოსნიას 18 ნოემებრს დაუპირისპირდება. "ფიფას" წესდებით კი ფეხბურთელს არ შეუძლია მოედანზე გასვლა ხუთი დღით, თუ ის ნაკრებში არ ითამაშებს ტრავმის გამო.
ასე, რომ რონალდოს არამარტო ტრავმის მორჩენის და ექიმების, არამედ პორტუგალიის საფეხბურთო ფედერაციის გადაწყვეტილების იმედიც უნდა ჰქონდეს. საფეხბურთო სამყაროს ერთი კითხვა უჩნდება: "როდის დასრულდება ეს ამბები?".
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 14 ნოემბერი 2009
- 2 838
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.