ზიზუ: „არცერთი ფეხბურთელი ღირს 100 მლნ.“
სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ზინედინ ზიდანმა, Canal +-თან ისაუბრა.
- თქვენი როლი „რეალში?“
- პრე-სეზონის პერიოდში ანჩელოტისთან მქონდა საუბარი გუნდში ჩემს როლთან დაკავშირებით, რამეთუ როგორც იცით, კარლოს ასისტენტი პოლ კლემენტია.შეთანხმების შედეგად, პოლს ტექნიკური და ტაქტიკური საკითხების მოგვარების კუთხით იმუშავებს, ხოლო მე დამევალა უშუალოდ შემადგენლობასთან ახლოს ყოფნა.ჩემი სურვილია ახალი რაღაცების სწავლა.ანჩელოტის ისეთი ადამიანი, როგორიც „იუვეში“ თამაშის დროს გავიცანი.
- ბეილი ნამდვილად ღირს 100 მილიონი?
- 10 წლის უკან, ჩემში 75 მლნ. ევრო გადაიხადეს, თუმცა არ მივიჩნევ, რომ ეს თანხა რეალურია.ანალოგიურ აზზრე ვარ ბეილთან დაკავშირებით.არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ფეხბურთელი 100 მლნ. ღირს, მაგრამ ყველაფერი კლუბების შეთანხმების საფუძველზე წყდება.დღევანდე ფეხბურთში სხვადასხვა რაღაცები ხდება და ჩვენ გაგებით უნდა მოვეკიდოთ მას.
- რას ეტყოდით ბეილს?
- ვფიქრობ, გარეთმა კარგად იცის, თუ სად მოვიდა.ის ასტრონომიული თანხის სანაცვლოდ, მსოფლიოს საუკეთესო კლუბში გადმობარგდა.მე ყოველივე ეს გამოცდილი მაქვს დ მინდა გითხრათ, რომ პირველი 3 თვე საკმაოდ რთულია მადრიდული ყოფა-ცხოვრება.მეტიც, თავში მიჩნდებოდა აზრები წასვლასთან დაკავშირებით, თუმცა როდესაც მოედანზე მოვახდინე მთლიანად ფოკუსირება, ყველაფერი შეიცვალა.ბეილს ავუხსნი, რომ მან უნდა ითამაშოს ისე, როგორც იცის და საკუთარ თავზე დიდი ზეწოლა არ უნდა დაუშვას.ჩვენ საქმე გვაქვს ფეხბურთელთან, რომელსაც ულევი პოტენციალი გააჩნია და ბოლო წლებში დამტკიცებული აქვს, რომ მსოფლიოს მოწინავე ფეხბურთელებს შორის იმყოფება.ვგონებ, მადრიდისთვის ბევრს გააკეთებს.“
- როგორ ფიქრობთ, არსებობს ორი ბენზემა?
- მე მხოლოდ ერთ ბენზემას ვიცნობ.სამწუხაროდ, საფრანგეთის ნაკრებში უკვე რამდენიმე მატჩია ვერ ახერხებს თავის გამოჩენას, თუმცა იმედია, მალე ყველაფერი გამოსწორდება.
- ვის გადასცემდით ოქროს ბურთს?
- მე გავათამაშებდი ორ ოქროს ბურთს.ერთის მფლობელი გახდებოდა რონალდუ, ხოლო მეორეს რიბერი.ვფიქრობ, ორივე იმსახურებს ამას, გასულ სეზონში ნაჩვენები თამაშით.
as.com
- 9 სექტემბერი 2013
- 4 432
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.