„ელ მადრიგალზე“ ლიდერების გარეშე
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრიმერა დივიზიონის მე-4 ტურში, სამეფო კლუბს ზედიზედ 3 წამყვანი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება.
ისკო, რონალდუ და ბეილი, ეროვნული ნაკრების რიგებიდან არცთუ სახარბიელო მდგომარეობით ბრუნდებიან.
როგორც იცით, ყოფილმა მალაგელმა „ფურია როხას,“ ფინეთთან მატჩისწინა ვარჯიშზე კოჭი დაიზიანა და ამის გამო, შესარჩევი ციკლის შეხვედრაში სათამაშიი წუთები ვერ მიიღო.ამასთან, შემტევი ნახევარმცველი ეროვნულ გუნდს, ჩილესთან ბურთის ამხანგურად გაგორებაშიც დააკლდება და რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მისი თამაში „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ წინააღმდეგ.
ჩრდილოეთ ირლანდიელებთან დიდებული ასპარეზობა, ზურგზე ტკივილებით დაასრულა რონალდუმ, რომელიც თანაგუნდელებთან ერთად ბრაზილიაში სპარინგ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.რამდენად შეძლებს კრიშტიანუ „ვილიარეალთან“ მატჩამდე გამოჯანმრთელებას, უცნობია.
და ბოლოს, ანჩელოტის ერთ-ერთი მთავარი თავსატეხი, ახალწვეული ბეილის კონდიციებია.მოგეხსენებათ, ამ უკანასკნელმა სრულად გამოტოვა პრე-სეზონის მოსამზადებელი ეტაპი და ჯერ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
merengues.ru
- 8 სექტემბერი 2013
- 5 084
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.