პელეგრინი ჩილეში გაემგზავრა

მიუხედავად იმისა, რომ "ალკორკონთან" წაგების შემდეგ გულშემატკივრები ითხოვდნენ მანუელ პელეგრინის განთავისუფლებას, ჩილელმა სპეციალისტმა ისარგებლა სანაკრებო შეხვედრების მიერ გამოწვეული შესვენებით და ხელმძღვანელობას სთხოვა მიეცათ ჩილეში გამგზავრების უფლება, რათა დაესწროს ერთ–ერთი ვაჟის – ხუან იგნასიოს ქორწილს. გუშინ გუნდმა ვარჯიში გამართა ნაკრებში წასული ფეხბურთელების და მთავარი მწვრთნელის გარეშე.

"სანტიაგო დე ჩილე"–ს აეროპორტში პელეგრინის ისაუბრა "რეალში" მიმდინარე მოვლენებზე: "ვიცი, რომ "რეალი" დიდი წნეხის ქვეშაა. ხუთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი "ვილიარეალში" და ვიცი, თუ როგორ უჭირდათ კაპელოსა და შუსტერს. ძალიან რთულია ასეთ კლუბში მუშაობა".

"არაფერი არ ვიცი კრიტიკის შესახებ, რადგან არ ვკითხულობ გაზეთებს, მაგრამ პრესა მუდამ უარყოფითად იყო განწყობილი "სამეფო კლუბის" მიმართ" – დაამატა პელეგრინიმ.

გუშინ ხორხე ვალდანომ ისევ აღუთქვა დახმარება ჩილელ სპეციალისტს: "არანაირი პრეტენზიები არ გვაქვს პელეგრინის მიმართ. "ალკორკონთან" მატჩმა ბევრი საუბარი და კრიტიკა წარმოქმნა, მაგრამ ძველებურად ვენდობით ჩილელ სპეციალისტს".

გენერალურმა დირექტორმა ასევე ისაუბრა გუტის მდგომარეობაზე კლუბში: "მას ძალიან სურს დალაგდეს სიტუაცია. გასულ კვირას გაუგებარი სიტუაცია იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. ყველას გვაქვს შეცდომის უფლება, მაგრამ მთავარია შევძლოთ მათი გამოსწორება და ყველაფერს პროფესიონალურად მივუდგეთ".


ინფორმაციის წყარო: As.com

  • faqo
  • 14 ნოემბერი 2009
  • 1 328
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)