ფიგუ : „კასილასი დღესაც მსოფლიოში საუკეთესოა“

მადრიდის რეალის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ლუიშ ფიგუმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იკერ კასილასს არაფერს სჭირს სათადარიგოთა სკამზე დასაჯდომი, მეტიც ის არის მსოფლიოს ნომერ პირველი გოლკიპერი, რომელსაც სამეფო კლუბში მეტისმეტად ბევრი რამის ატანა უწევს...

„წარმოუდგენელია ესპანელი მეკარის სათადარიგოთა სკამზე ხილვა, მე მათ გადაწყვეტილებებში ვერ ჩავერევი, რადგან გუნდს სხვა ხელმძღვანელობა ჰყავს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ წლების წინ როდესაც მე და კასილასი ერთად ვთამაშობდით „მერენგების“ შემადგენლობაში, ესპანელი ნომერ პირველი იყო და ამ ეტაპზე ვთვლი, რომ შეცვლილი არაფერი გახლავთ.“

„ის რასაც იკერს უკეთებენ უპატივცემულობაა და მეტი არაფერი, სხვა მე ვერაფერს ვუწოდებ მის იგნორირება.ს უდიდეს პატივს ვცემ ფლორენტინო პერესს, ემილიოს, პარდესას და ანჩელოტის, მაგრამ ვთვლი, რომ ხელმძღვანელმა პირებმა რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.“

„იკერი ან უნდა დაბრუნდეს სასტარტოში, ანაც სხვა კლუბს უნდა მიაშუროს, დარწმუნებული ვარ გულშემატკივრები მას არ გაამტყუვნებენ, რადგან უბრალოდ დიდი სისულელე და აფსურდი გახლავთ მისი დონის მეკარის სათადარიგოთა სკამზე ხილვა.“

„აღსანიშნავია, რომ კასილასი სამეფო კლუბის კაპიტანიც გახლავთ, რაც ფეხბურთელებს დამატებით დისკომფორტს უქმნის. ძალიან არასასამოვნოა, როდესაც გუნდი პირველი ფიგურა სათადარიგოთა სკამიდან ადევნებს თვალს მატჩის მიმდინარეობას.“

  • Hala
  • 5 სექტემბერი 2013
  • 1 946
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)