"იოზილის გარეშეც დიდებული კლუბი გვყავს"
"მადრიდის რეალის" დირექტორიატი იოზილის წასვლის მიუხედავად მშვიდადაა.
იოზილის "არსენალში" გაყიდვას უამრავი დებატები და კრიტიკა მოყვა. ჟოზე მოურინიო, იოჰამ ლიოვი და "მიუნხენის ბაიერნის" ფეხბურთელი მიულერი აკრიტიკებდნენ "მადრიდის რეალს" ამ ნაბიჯის გამო.
სხვა გარე პირების რეაქციის გარდა, იოზილის წასვლას თავისებური რეაქცია და უკმაყოფილების ტალღა მოყვა თავად "მადრიდის რეალის" ფეხბურთელებშიც, მათ შორის ბევრი იოზილის მეგობარია და ისინი კლუბისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელები არიან, როგორიცაა სერხიო რამოსი, არბელოა, ხედირა და ბენზემა . ამ ფეხბურთელებმა სახალხოდ გამოხატეს თავიანთი იმედგაცრუება ამ ტრანსფერთან დაკავშირებით.
"მადრიდის რეალში" დარწმუნებულები არიან, რომ ფეხბურთელთა გამონათქვამები არ არის კრიტიკა და ეს მათი გულისტკივილია , ვინაიდან კლუბიდან მათი მეგობარი წავიდა. კლუბის დირექტორები ღიად აცხადებენ: "ჩვენ დიდებული გუნდი გვყავს , მიუხედავად იმისა, რომ მესუთ იოზილი ჩვენთან არ არის."
- 5 სექტემბერი 2013
- 2 423
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.