ნეიმარი 2006 წელს "მადრიდის რეალში" ირიცხებოდა
გამომცემლობა AS-მა მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც რეგიონალურ ფედერაციაში ინახებოდა და რომელიც გვეუბნება, რომ 2006 წელს ნეიმარი "მადრიდის რეალის" ახალგაზრდულ კლუბში ირიცხებოდა.
2006 წლის 26 მარტს , კვირას "მადრიდის რეალმა" "დეპორტივოს" 4:0 მოუგო. ამ დღეს პატარების გუნდთან ერთად ვარჯიშობდა 14 წლის ბრაზილიელი ბიჭი. სამი დღის შემდეგ ამ ბიჭს შეეძლო "მადრიდის რეალთან" კონტრაქტის გაფორმება. ეს ბიჭი იყო ნეიმარ და სილვა სანტოს ჯუნიორი, რომელიც ამჟამად "ბარსელონაში" გამოდის.
"მადრიდის რეალმა" ნეიმარის საკითხი მადრიდის საფეხბურთო ფედერაციას 2006 წლის 30 მარტს გადაუგზავნა. AS-ის მიერ მოპპოვებული დოკუმენტის მიხედვით ნეიმარი "მადრიდის რეალს" ეკუთვნოდა. ბრაზილიელი ორი კვირის მანძილზე პერსონალურად ვარჯიშობდა ვალდებაბასზე. ის იმ ასაკობრივ გუნდში ირიხებოდა, რომელშიც იყვნენ კარვახალი, საბარია და ალექს ფერნანდესი. ტესტებმა ყველაფერმა კარგად ჩაიარა და კლუბმა გადაწყვიტა, რომ ბრაზილიელთან ოფიციალური კონტრაქტი გაეფორმებინა.
ბიჭთან ერთად 2006 წლის გაზაფხულს იყვნენ მისი მამა და მისი აგენტი ვაგნერ რიბეირო, რომლებმაც უარი განაცხადეს კლუბთან კონტრაქტის გაფორმებაზე, ვინაიდან "მადრიდის რეალს" არ სურდა ბრაზილიელის სანაცვლოდ 60 000 ეურო გადაეხადა. 2006 წლის მარტში კლუბს ფერნანდო მარტინი წვრთნიდა , მას შემდეგ, რაც იმ წლის ზამთარში ფლორენტინო პერესმა პრეზიდენტობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. რამონ მარტინესი იყო ტექნიკური მდივანი და ის მის შეძენას ითხოვდა, მაგრამ კარლოს მარტინეს დე ალბორნოსმა, რომელიც კორპორატიული დირექტორის თანამდებობაზე იყო, ვერ აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომ 14 წლის ბიჭში 60 000 ევრო გადაეხადათ.
- 5 სექტემბერი 2013
- 3 817
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.