მიულერი: "მე ოზილს არ გავყიდდი"
მიუნჰენის "ბაიერნის" ნახევარმცველი, თომას მიულერი გაკვირვებულია იმით, რომ მისმა ნაკრების პარტნიორმა მადრიდის "რეალის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
"მე ვიცი, რომ მესუთი ძალიან კომფორტულად იყო მადრიდში. მაგრამ ფეხბურთში ნებისმიერი რამ შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს. ამ ზაფხულს "რეალმა" შეიცვალა ყველაფერი: მთავარი მწვრთნელი, მთავარი ვარსკვლავები (ისკო, ბეილი). თუმცა, მე მესუთს არ გავყიდდი", - ამბობს მიულერი.
"მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას კარიერაში ახალი ეტაპის დაწყებას სურს და ამიტომ წავიდა "არსენალში". ის იღებს დიდ სიამოვნებას თავისი სამუშაოთი. მისი მიზანია - ყოველთვის ისარგებლოს საფეხბურთო მატჩით", - განაცხადა თომასმა.
შეგახსენებთ, რომ ოზილი მადრიდის "რეალში" 2010 წელს 15 მილიონ ევროდ გადავიდა, კლუბი კი 50 მილიონ ევროდ დატოვა.
- 4 სექტემბერი 2013
- 2 281
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.