"მადრიდის რეალის" საუკეთესო თერთმეტეული
Marca.com-ის გამოკითხვის მიხედვით "მადრიდის რეალის" გულშემატკივრებმა საუკეთესო თერთმეტეული გამოავლინეს.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ კლუბში ბეილი მოვიდა, იოზილი და კაკა წავიდნენ, ამიტომაც "მადრიდის რეალის" ფეხბურთელებმა საუკეთესო თერთმეტეული გამოავლინა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 150 000-მა გულშემატკივარმა, რომლებმაც სასტარტო თერთმეტეული დააკომპლექტეს შემდეგ შემადგენლობით: კასილასი, კარვახალი, ვარანე, სერხიო რამოსი, მარსელო, მოდრიჩი, ხაბი ალონსო, ბეილი, ისკო, კრიშტიანო და ბენზემა.
გოლკიპერად გამოკითხულთა 75,2%-მა იკერი არჩია, ხოლო დიეგო ლოპესმა კი ხმათა 23,7% მიიღო.
- 4 სექტემბერი 2013
- 5 366
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.