კოულმანი: "ბეილს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ"

უელსის ნაკრების მთავარი მწვღთნელი, კრის კოულმანი არ არის დარწმუნებული, რომ მადრიდის "რეალის" ახალწვეული უახლოეს მატჩებში მოედანზე გამოჩნდება.

"თუ ბეილი მზად არ არის - ჩვენ არ გავრისკავთ. ის არ მუშაობდა გასული 6 კვირის განმავლობაში. მან ბოლოს ირლანდიის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის წინ ივარჯიშა", - აცხადებს კოულმანი.

"ვიხილავთ თუ არა მას მოედანზე პარასკევს? ვფიქრობ, ეს ეჭვ ქვეშ არის, მაგრამ მე არ შემიძლია იმის თქმა, რომ ის მოედანზე არც ერთ წუთს არ გაატარებს."

"ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში, როგორი იქნება მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რადგან ის საკმაოდ დაღლილია. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ახლა ბეილი აქ არის", - დაასრულა კრის კოულმანმა.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს უელსის ნაკრები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავს მაკედონის ნაკრების წინააღმდეგ, სამშაბათს კი სერბეთს უმასპინძლებს. 6 ტურის შემდეგ, უელსის ნაკრებს აქტივში 6 ქულა აქვს, 10 ქულით ნაკლები ვიდრე ხორვატიას.

  • Ricky.
  • 4 სექტემბერი 2013
  • 2 213
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)