ბლატერი: "ჩვენ არ შეგვიძლია სატრანსფერო ბაზარში ჩარევა"
"ფიფას" პრეზიდენტმა, ზეპ ბლატერმა, თავისი მოსაზრებები გაგვიზიარა გარეთ ბეილში გადახდილ სატრანსფერო თანხაზე.
"არა მგონია, ძალიან ბევრი იმსახურებდეს, რომ ფეხბურთელში ასეთი ფული გადაიხადო, მაგრამ მე არ შემიძლია ამის შეჩერება", - აცხადებს ბლატერი.
"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ვალებთან, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის არსებობს ფული... ეს ბაზარია და ჩვენ არ შეგვიძლია მასთან კავშირი გვქონდეს", - დაასრულა "ფიფას" პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით "ტოტენჰემმა" ბეილის სანაცვლოდ შეიძლება 100 მილიონი ევრო ან 132 მილიონი დოლარი მიიღო, რაც მსოფლიო რეკორდია ფეხბურთის ისტორიაში.
- 3 სექტემბერი 2013
- 3 116
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.