ხედირა: "კლუბს ქონდა ჩემზე შეთავაზება, მაგრამ იუარა"
ESPN.com-ი სამი ხედირას მირე კომენტარს ავრცელებს.
სამი ხედირამ გერმანიაში ყოფნისას დაადასტურა, რომ "მადრიდის რეალმა" უარი განაცხადა მისი ტრანსფერის სანაცვლოდ 40 მლნ. ევროს მიღებაზე. ამ განცხადებას ავრცელებს ESPN.com-ი. გერმანელმა განაცხადა:
"კლუბმა უარი თქვა შემოთავაზებაზე, რომელიც მას ქონდა სხვა კლუბისგან ჩემს სანაცვლოდ."
ასევე ნახევარმცველმა დაამატა, რომ რამოდენიმე კვირის წინ ესაუბრა კარლო ანჩელოტის, სადაც მწვრთნელმა მას ნათლად აუხსნა თავისი დამოკიდებულება: "მე დიდი ხანი ვესაუბრე კარლო ანჩელოტის და მან ნათლად მითხრა, რომ მე კლუბში დავრჩებოდი."
გერმანელმა ნახევარმცველმა ასევე ისაუბრა მესუთ იოზილის ტრანსფერზე:
"ჩვენ ძალიან , ძალიან ახლოს ვიყავთ ერთმანეთთან. მისმა წასვლამ გული დამწყვიტა, ეს სპორტული თვალსაზრისით უდიდესი დანაკარგი იქნება, ვინაიდან მას შეეძლო ნებსიმიერ წუთს შეეტანა გარდატეხა თამაშში"
, ბოლოს კი დაამატა, რომ მესუთის წასვლით ის გაოცებული არ დარჩენილა, ვინაიდან: "მე ამაზე ორშაბათამდე ორი თუ სამი დღის წინ გავიგე, მესუთმა მითხრა , რომ მის ტრანსფერზე დაკავშირებით კლუბი შემოთავაზებას იხილავდა."
- 3 სექტემბერი 2013
- 2 330
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.