სერხიო რამოსი: "ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო..."

სერხიო რამოსი კლუბიდან მესუთ იოზილის გაშვებას გამოეხმაურა და თავისი უკმაყოფილება არ დამალა.

"ის ჩემი თანაგუნდელი და მეგობარია, განსხვავებული მეგობარი. მესუთი სულ სხვა ფეხბურთელია. მე რომ გადამეწყვიტა, მესუთი ბოლო იქნებოდა, ვისაც კლუბიდან გავუშვებდი, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ იყო. ეს კლუბმა და იოზილმა გადაწყვიტეს, მე მხოლოდ იმედი მაქვს, რომ ის უდიდეს წარმატებას მიაღწევს თავის ახალ კლუბში."

"მე განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს ამასთან დაკავშირებით. ის უნიკალური ფეხბურთელი იყო და მე ძალიან მეწყინა მისი წასვლა. ეს მისი პერსონალური გადაწყვეტილებაა და ყველას აქვს უფლება აკეთოს ის, რასაც გრძნობს და რაც სურს"-დაამატა რამოსმა.

სერხიოს ბევრი რამე არ უთქვამს იკერ კასილასთან დაკავშირებით: "ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის "მადრიდის რეალი". ეჭვი არავის ეპარება, რომ იკერ კასილასი დიდებული გოლკიპერია. მე , როგორც იკერს, ასევე დიეგო ლოპესს ვუჭერ მხარს, ვინაიდან ვიცი, რომ ორივენი "მადრიდის რეალისთვის" ყველაფერს აკეთებენ, ხოლო "მადრიდის რეალი" კი არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია."

ბეილზე საუბრისას მან განაცხადა: "მივესალმები ბეილს და მიხარია, რომ კლუბმა შეძლო მისი შეძენა."

  • shvela
  • 3 სექტემბერი 2013
  • 5 248
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)