რონალდოს თამაშის ალბათობა "რასინგთან" ფაქტიურად დადასტურებულია
კრიშტიანო რონალდო დაბრუნდა ლაზარეთიდან, ამას ძალიან დიდი ხანია ველოდით და აი მოხდა ესეც...
ბოლო ინფორმაციით, კრიშტიანო აუცილებლად ითამაშებს "ბოსნიის" ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, ასევე დიდად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ იგი იასპარეზებს მომავალი ლა ლიგის დაპირისპირებაში სანტანდერის "რასინგთან".
რონი დღემდე, ზუსტად 44 დღე ვერ გამოდიოდა ალბიონზე... აი დღეს კი გაჩნდა სტატიები მისი დაბრუნების შესახებ, ამან აღფრთოვანებაში მოიყვანა მთელი მადრიდელი გულშემატკივარი. მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კლუბის თავკაცები უარს აცხადებენ პორტუგალიელის გაშვებაზე ნაკრებში, კეირუში მაინც დაუდევრად იქცევა და იძახებს პორტუგალიის გუნდში.
კრიშტი იქნება 21 ნოემბერს "თეთრების" რიგებში, მომავალი დაპირისპირება მადრიდელებს, როგორც უკვე მოგახსენეთ "რასინგის" წინააღმდეგ ექნება. თვითონ ვარსკვლავი მადრიდისტა აცხადებს, რომ იგი სრულიად გამოჯანმრთელდა და აღარ აპირებს გარისკოს მოედანზე გასვლა მომავალში, მაგრამ ახლა ნამდვილად მზადაა სათამაშოდ და ალბათ შედგება კიდეც დებიუტი პირველი ტრავმიდან...
რონიმ დაიწყო ვარჯიშები ვალდებებასაზე, იგი გვპირდება, რომ კიდევ გაგვაბედნიერებს თავისი ლამაზი დრიბლინგებით და შესანიშნავი ფინტებით... ფეხბურთი ხომ ამით ხიბლავს მაყურებელს.
ავტორი: Kevlisha
- 14 ნოემბერი 2009
- 3 013
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.