ლენონი: "ბეილს სამეფო კლუბში წარმატებებს ვუსურვებ"
აარონ ლენონის განცხადებით გარეთ ბეილი ტოტენჰემ ჰოტსპურს ძალიან დააკლდება, მაგრამ ინგლისურმა კლუბმა მის გარეშე თამაში უკვე ისწავლა...
„ჩვენთვის უელსელი ძალიან ბევრს ნიშნავდა. ფაქტიურად ნახევარი გუნდი სწორედ გარეთი იყო, მან წინა სეზონში არნახული პროგრესი აჩვენა მთელ მსოფლიოს. მიუხედავად იმისა, რომ მისი პოზიცია ფორვარდი არ არის, ბევრი გოლის გატანა მოახერხა და ტოტენჰემის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა, უელსელი დამსახურებულად გახდა წლის მოთამაშე.“
„გარეთს სამეფო კლუბში წარმატებას ვუსურვებ, ჩემთვის იგი ყოველთვის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე იქნება, რადგან მისნაირი თვისებები დღეისათვის არავის აქვს.“
„დარწმუნებული ვარ ბეილს ადაპტაცია არ გაუჭირდება, მისი სურვილი მხოლოდ მოედანზე გასვლა და მაქსიმუმის გაკეთება.“
„ლუკა მოდრიჩი ბეილს კარგად იცნობს, ისინი მადრიდში ბრწყინვალე დუეტს შექმნიან და გუნდს დიდ დახმარებას გაუწევენ, ფლორენტინო პერესმა ლუკას და გარეთის სახით ორი უდიდესი შენაძენი გააკეთა.“
- 3 სექტემბერი 2013
- 1 440
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.