ვან დერ ვაარტი ბეილზე საუბრობს
მადრიდის "რეალმა" გუშინ ოფიციალურად შეიძინა გარეთ ბეილი, 100 მილიონ ევროდ.
აწ უკვე "ტოტენჰემის" ყოფილ და მადრიდის "რეალის" ახალწვეულის, გარეთ ბეილის ტრანსფერზე ვან დერ ვაარტმა კომენტარი გააკეთა.
"გარეთი ძალიან ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ მასში "რეალმა" ძალიან ბევრი ფული გადაიხადა. ბეილისთვის ზედმეტია და ეს ცხადია", - აცხადებს ჰოლანდიელი NOS-თან ინტერვიუში.
"გარდა ამისა, "რეალში" გარეთზე ზეწოლა იქნება, ასევე განსხვავებული ატმოსფერო. ამავე დროს, ის ძალიან მშვიდი, თავმდაბალი ბიჭია და ვერ იტანს ზეწოლას. "პრემიერ ლიგის" ერთ-ერთ გრანდში ის უფრო კომფორტულად იქნებოდა. "რეალმა" ძალიან სარისკო ტრანსფერი გააკეთა, ძალიან სარისკო...", - შეაჯამა ვან დერ ვაარტმა.
- 3 სექტემბერი 2013
- 2 513
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.