უსეინ ბეილი
უელსელი 14 წლისას 100 მეტრს 11,4 წამში გარბოდა.
"მას შეუძლია მიჰყვეს ათლეტობას, რაგბის ან ჰოკეის, მაგრამ არანაირად არ შეიძლება , რომ ის ოდესმე ფეხბურთელი დადგეს"-იხსენებს მისი უაითჩარჩის უმაღლესი სკოლის ფიზმომზადების მასწავლებელი გუინ მორისი. იმ დროს ბეილი 100 მეტრს 11,4 წამში გარბოდა. თავად ბეილი კი მაშინ 14 წლის იყო.
ბუნებრივი აჩქარება და მაღალი სიჩქარე მხოლოდ ერთი-ერთი თვისება იყო , რომელიც ფეხბურთელს დაბადებიდანვე ქონდა: "არასდროს არ მივარჯიშია სპრინტის მწვრთნელთან"-აცხადებს ბეილი. "ეს ყველაფერი ძალიან მარტივად ხდება. მე მიწას ვახებ ფეხებს და მივრბივარ ისე სწრაფად, როგორც შემიძლია". ის არასდროს არ ვარჯიშობდა და არ აკვირდებოდა, თუ რამდენ ხანში გარბოდა 100 მეტრს, მაგრამ ცნობილია, რომ მას 100 მეტრის გარბენა ორჯერ უფრო სწრაფად შეუძლია და თავად ბეილიც დარწმუნებულია, რომ მას შეუძლია ამ დროის გაუმჯობესება: "არ ვიცი, რამდენ ხანში გავირბენ 100 მეტრს ეხლა, მაგრამ ვიცი, რომ ეხლა უფრო სწრაფი ვიქნები, ვიდრე სკოლის დროს."
- 3 სექტემბერი 2013
- 2 634
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.