„არსენალის“ რიგებში ტიტულების მოგება მინდა“
არსენ ვენგერმა მიაღწია საწადელს და მსოფლიო დონის ფეხბურთელი დაიმატა. მისი ფასი კი 42.5 მილიონი ფუნტია. კვირაში თურქს 140,000 სტერლინგი ერგება ჯამაგირის სახით. მესუთი 11 ნომრიანი მაისურით ითამაშებს მეთოფეთა რიგებში.
მესუთ ოზილი სარეკორდო თანხის სანაცვლოდ შეუერთდა ლონდონელებს. აქამდე არსენ ვენგერის გუნდის რეკორდი გახლდათ სანტი კასორლას ტრანსფერი, რომელიც 16 მილიონი გირვანქა დაჯდა .
სამი წლის განმავლობაში მესუთმა 158 მატჩი ჩაატარა თეთრი მაისურით
''მთლიანად მომართული ვარ ჩემს მომავალზე და პრემეირ ლიგაში თამაშზე, ვამაყობ გასული სამი წლით, უდიდესი პროგრესი განვიცადე ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ მოვიგეთ სამი ტიტული, მე ვიყავი ''რეალის'' უცვლელი წევრი, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა, წინ სვლაა საჭირო. არსენთან საუბრის შემდეგ მივხვდი თუ რა მაკლდა აქამდე, სრული მხარდაჭერა მწვრთნელისგან. ყველაფერს გავიღებ, რომ ამ გუნდს დავეხმარო, მინდა, რომ ტიტულები მოვიგოთ ერთად. ''
ოზილმა სამედიცინო შემოწმება ''ბაიერნის''ბაზაზე გაიარა მიუნხენში და შეუერთდა ''არსენალს''.
მეთოფეთა მთავარმა მწვრთნელმა, ''არსენ ვენგერმა'' ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილია მესუთის შეძენით. ''ის საერთაშორისო დონის ფეხბურთელია, უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. გულშემატკივარს დავპირდი რომ ტოპ კლასის ფეხბურთელს შევიძენდით და დანაპირებიც ავასრულეთ.
პოდოლსკიმ უკვე მოასწრო ახალ თანაგუნდელთან სურათის გადაღება მიუნხენის ბაზაზე.
ოზილის ტრანსფერ გამოეხმაურნენ ვილშირი და კასორლაც.
ვილშირი: ''ამ ზაფხულის შენაძენი, ფანტასტიური ფეხბურთელი, მესუთ ოზილი არსენალში ითამაშებს !''
კასორლა: ''მესუთი საოცარი ფეხბურთელია''
მესუთის გასხვისებამ გულისწყრომა გამოიწვია ''რეალის'' გულშემატკივარში. ბეილის პრეზენტაციის დროს ისინი სკანდირებდნენ : ''ოზილი არ იყიდება !''
გთავაზობთ ოზილის წერილს ორიგინალ ვარიანტში
და ბოლოს, ''რეალში'' მოხდა ''Change'', გუნდმა გაყიდა ოზილი, რადგან მოვიდა ბეილი
Daily Mail
- 3 სექტემბერი 2013
- 3 591
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.