არ მიდიოდა, მაგრამ წავიდა
საკმაოდ ცხელი, დაძაბული და საინტერესო 3 თვიანი სატრანსფეროო ფანჯარა, იანვრამდე საიმედოდ ჩაიკეტა.
ერთ-ერთი ბოლო ტრანსფერი, რომელიც 2 სექტემბრის ბოლო წუთებში განხორციელდა, მესუთ იოზილის „არსენალში“ გადასვლა გახლდათ, რამაც მადრიდისტთა ნაწილში დიდი გაღიზიანება და აღშფოთება გამოიწვია.სიმართლე გითხრათ, არც მე მესიამოვნა კლუბიდან მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ნახევარმცველის წასვლა, თუმცა ჩემი სუბიექტური აზრით, ეს მისი გადაწყვეტილებაა და პატივი უნდა ვცეთ.
აღნიშნულ პოსტში მინდა ჩემეული ხედვა გაგაცნოთ გერმანელი ფეხბურთელის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.უწინარეს ყოვლისა, დავიწყებთ იმით, რომ მის „მეთოფეობაში,“ ყველაზე ნაკლებად სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას დავადანაშაულებ, რამეთუ როგორც ზემოდ აღვნიშნე, ეს იყო მოთამაშის პირდაპირი არჩევანი.ვერ გეტყვით, რა შეიცვალა 1 კვირის ვადაში, როდესაც მესუთი მადრიდს ერთგულებას ეფიცებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ტრანსფერი შედგა.შესაძლებელია 28 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში, ფეხბურთელს კარგად არ ჰქონდა გაანალიზებული მისი ყოფა ახალი ფორმაციის „ბლანკოსში.“
ჩემი აზრით, იოზილის გონებაში გარდატეხა, სწორედ „რეალი“ - „ატლეტიკის“ მატჩის დროს მოხდა.მოგეხსენებათ, იმ დღეს თურქი ფესვების მქონე ფლეიმეიქერი სკამიდანც არც კი წამოდგარა, რამაც მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინა და ეს ყოველივე ფოტოზე კარგად ჩამს.
ზოგადად უნდა ითქვას, რომ იოზილი იმ ფეხბურთელებთა რიგებს განეკუთვნება, რომლებიც კონკურენციას ვერ იტანენ.სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ როდესაც მესუთის მარგი ქმედების კოეფიციენტი, კონკურენცის პირობებში დაბლა იწევს.მას უყვარს, როდესაც მწვრთნელი 100 პროცენტით ნდობას უცხადებს.გავიხსენოთ, კაკასა და მოდრიჩის შემთხვევები.ხორვატის მოსვლის შემდეგ, გერმანელს ეგონა, რომ ლუკა მისი პირდაპირი კონკურენტი იყო სასტარტო შემადგენლობისთვის ბრძოლაში და ეგრევე მოუკლო შედეგიანობას.ასეთივე რამ შეემთხვა, როდესაც მოურინიომ რამდენჯერმე კაკა დააყენა მის პოზიციაზე.
კარგად გემახსოვრებათ „გრანადასთან“ სტუმრად ჩატარებული ორთაბრძოლა და იოზილის რეაქცია-ჟესტიკულაცია, როდესაც ანცელოტიმ მოედნიდან გაიყვანა.ეს ყველაფერი ისევდაისევ მეტყველებს იმაზე, რომ იოზილი საშინელ დისკომფორტს განიცდის, თუ დამრიგებელის მხრიდან მაქსიმალურ მხარდაჭერას ვერ გრძნობს.აქედან გამომდინარე, სავსებით ლოგიკურია, რომ ადრე თუ გვიან, იოზილი „რეალის“ დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებდა.
მას მუდამ სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა და 90 წუთის გატარება უნდა მწვანე მინდორზე, რაც ისკოს ბრწყინვალე თამაშისა და ბეილის გამადრიდელების ფონზე, ნაკლებად რეალურად ჩანდა.ის არ არის იმ კატეგორიის ფეხბურთელი, რომელიც მზადაა რამდენიმე თამაში დაელოდოს შანსს.ამ მხრი, მესუთ იოზილი სხვა ფენომენია.
ჩემი შეფასებით, იოზილი კი არ გაუშვეს, არამედ თვითონ გაექცა კონკურენციასა და სათამაშო წუთების დაკარგვას.
და ბოლოს, წარმატებები მინდა ვუსურვო მართლაც გენიალურ ფეხბურთელს.
პ.ს. ჩემი თხოვნაა, თემის ირგვლივ კორექტულად ჩამოაყალიბოთ აზრი.
- 3 სექტემბერი 2013
- 3 886
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.