რიკი საბოლოოდ სახლში დაბრუნდა
ადრიანო გალიანი: „კაკას მადრიდში გადასვლის თანავე სტადიონს 15 000 ფანი მოაკლდა, ახლა რიკი სახლში დაბრუნდა და ვფიქრობ ფანებიც დაბრუნდებიან.“
კაკა: „ოთხი წელიწადი გავიდა და მე ახლა დავბრუნდი. ბოლო 2 კვირის განმავლობაში სერიოზულად ვფიქრობდი სახლში დაბრუნებაზე, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ დაბრუნება იდეალური იქნებოდა ჩემთვის. ბოლო დღეების განმავლობაში ვფიქრობდი, თუ როგორ იმღერებდნენ ფანები ჩემს სახელს ტრიბუნებზე.
„მარიო იდეალური ფეხბურთელია ვფიქრობ მასთან ერთად თამაში ისე გამომივა, როგორც ინძაგისთან. ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ ახლა მხოლოდ მილანზე ვარ კონცენტრირებული. მოწყენილი ვიყავი რადგან დავტოვე ჩემი სახლი, ახლა კი აღფრთოვანებული ვარ, რადგან ვბრუნდები უკან.“
- 2 სექტემბერი 2013
- 3 385
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.