ჯენარო გატუზო:"მადრიდში სულ სხვა კაკაა"
"მილანის" ნახევარმცველის ჯენარო გატუზოს განცხადებით, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა რიკარდო კაკამ ჯერ ვერ მოახერხა მადრიდში ისეთი თამაშის დემონსტრირება, როგორსაც "როსონერიში" ექვსი წლის მანძილზე აჩვენებდა.
"დღევანდელი კაკა ის კაკა არაა, რომელსაც ვიცნობდით. რამდენადაც ვიცი, მადრიდში ფიზიკურ მომზადებას იმდენ დროს არ უთმობენ, რამდენსაც ჩვენთან. კაკა ჩვეულებრიდავ ვარჯიშობდა მაშინაც კი, როცა დასვენების დღე გვქონდა. ჩვენი ფიზ–მომზადების მწვრთნელი დანიელე ტონიაჩინი მას ბევრს არბენინებდა, ხოლო ახლა კაკა ცოტას ვარჯიშობს და ეს აისახება კიდეც მის თამაშზე" – განაცხადა გატუზომ "Corriere Della Serra"-თან საუბარში.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 13 ნოემბერი 2009
- 3 325
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.