იოზილი „მეთოფე“ ხდება
„მარკას“ ცნობით, ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ მესუთ იოზილი კლუბს დატოვებს.
დღის განმავლობაში გერმანელი ფეხბურთელის შესახებ სხვადასხვაგვარი ინფორმაცია გავრცელდა.დაიწერა, რომ ფეხბურთელმა უარი განაცხადა მადრიდის დატოვებაზეო, თუმცა როგორც ჩანს, ეს ჭორი აღმოჩნდა.
დიდი ალბათობით, თურქი ფესვების მქონე მოთამაშე და „არსენალის“ წარმომადგენელი, მიუნხენში გააფორმებენ კონტრაქტს, სადაც მოთამაშე სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის.
ამ დროის მონაცემებით, „მეთოფეები“ 50 მილიონს იხდიან იოზილში, რაც „რეალისთვის“ სარეკორდოა.შეგახსენებთ, რომ მადრიდელებმა ჯერჯერობით ყველაზე ძვირად რობინიო გაყიდეს (43 მლნ).
marca.com
- 2 სექტემბერი 2013
- 3 017
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.