მომდევნო 12 საათში რეალს შესაძლოა 3 მოთამაშე გამოაკლდეს
სამეფო კლუბისთვი სექტემბერის დასაწყისი ყველაზე ცხელი აღმოჩნდა, გუნდმა დაიმატა გარეთ ბეილი, რაც მთელი ზაფხულის მანძილზე ანონსდებოდა, ბევრი ითქვა და დაიწერა აწ უკვე შემდგარი ტრანსფერის შესახებ...
გუნდში გუშინ მატება იყო, მაგრამ შესაძლოა მომდევნო 12 საათის მანძილზე სამეფო კლუბი რიკარდო კაკამ, მესუთ ოზილმა და ანხელ დი მარიამ დატოვონ.
კაკას ტრანსფერი თითქმის გაჩარხულია, ადრიანო გალიანი ესპანეთის დედაქალაქში იმყოფება და გავრცელებული ინფორმაციით ის ფლორენტინო პერესს უკვე შეუთანხმდა და მილანში ბრაზილიელთან ერთად დაბრუნდება.
მესუთ იოზილის პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტდა, იგი ბილბაოს ატლეტიკთან მატჩში სათადარიგოთა სკამზე იყო გამწესებული და თამაშში ჩართვაც ვერ მოახერხა, მისი სასტარტოდან „დათხოვნა“ ისკო ალარკონმა მოახერხა, იყო დრო როდესაც ისინი ერთად ასპარეზობდნენ და გერმანელი უფრო ფლანგისკენ იწევდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გარეთ ბეილის ტრანსფერი გაოფიციალურდა, მესუთი ფლანგზეც ვეღარ იასპარეზებს, სათადარიგოთა სკამზე ჯდომა კი მას არ სურს, მისით იუნაიტედი და არსენალი არიან დაინტერესებულნი, მაგრამ „წითლებს“ ფლორენტინომ უარი უთხრა, თუმცა არსენალის შეთავაზება გაცილებით უფრო სარფიანი და იგი შესაძლოა „მეთოფეთა“ რიგებში ჩაირიცხოს.
რაც შეეხება ანხელ დი მარიას, მესუთის მსგავსად არგენტინელიც პოზიციების შესუსტებულია, შესაძლოა მას კიდევ უფრო ცუდად ჰქონდეს საქმე ვიდრე იოზილს აქვს, მიზანი კი სეზონის კარგად ჩატარება და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გამგზავრებია, მისით იუანიტედია დაინტერესებული და მოიესი მზად არის სამეფო კლუბის ბიუჯეტი 32 მილიონი ევროთი შეავსოს, რაც მცირედით მაინც შეავსებს იმ დანაკლისს, რომელიც ხაზინამ უელსელი ბეილის ტრანსფერის სანაცვლოდ განიცადა.
გავრცელებული ინფორმაციით კაკა მილანში უფასოდ გადავა, მის დარჩენა და წლიურად 10 მილიონი ევროს ხელფასის სახით მიღებას სამეფო კლუბისთვის მხოლოდ ზარალი მოაქვს, აქედან გამომდინარე ის ყოველგვარი ღირებულების გარეშე მიაშურებს როსონერის.
მესუთის ფასი დაახლოებით 45 მილიონ ევროს შეადგენს, ამას დამატებული ანხელ დი მარიას 32 მილიონი 77 მილიონს უტოლდება, აქედან გამომდინარე გუნდის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შესაძლოა შეივსოს თუკი ტრანსფერები დღის ბოლომდე გაიჩარხება. გამოდის, რომ 3 მოთამაშის სანაცვლოდ „ბლანკოსი“ 77 „ლიმონს“ გამოიმუშავებს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს ღირებულება 2 ფეხბურთელზე იქნება გადანაწილებული, კაკას ხეირი კი სწორედ ის იქნება, რომ „მერენგებს“ დამატებით 10 მილიონის გადახდა არ მოუწევთ ხელფასის სახით.
- 2 სექტემბერი 2013
- 4 761
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.