Daily Mail-ის ინფორმაციით იოზილის ტრანსფერი მალე დადასტურდება
ბრიტანული და ესპანური საინფორმაციო წყაროების ცნობით მესუთ ოზილის არსენალში გადასვლამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი...
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები უკვე შედგა და გაგერმანელებული თურქი უკვე ლონდონური კლუბის საკუთრებაა, თუმცა სამეფო კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი განცხადებისგან თავს იკავებს, რადგან ესპანეთის დროით 13:00 საათზე მსოფლიოს ყველაზე დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის, გარეთ ბეილის წარდგენაა დაგეგმილი, აქედან გამომდინარე ტრანსფერი სავარაუდოდ საღამოს საათებში უნდა დადასტურდეს.
ფეხბურთელი ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა, მისი მამა არცერთ სატელეფონო ზარს არ პასუხობს, ყველაფერი ბურუსით გახლავთ მოცული, ჯერ-ჯერობით მხოლოდ სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებულ „ნიუსებს“ ვეყრდნობით.
- 2 სექტემბერი 2013
- 1 746
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.