სიმაო კრისტიანო რონალდოზე და პორტუგალიის ნაკრებზე
პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი სიმაო საბროსა თვლის, რომ კრისტიანო რონალდოს გუნდში არყოფნა არ იქნება თავის გასასამართლებელი საბუთი, თუ ვერ დაამარცხეს ბოსნიის ნაკრები და ვერ მოხვდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე.
"კრისტიანო რონალდო რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია ჩვენი გუნდისთვის, მაგრამ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ვერ მოიგებს მატჩს. კარგი იქნებოდა შეძლებოდა თამაში, მაგრამ მისი არყოფნა არ იქნება თავის გასასამართლებელი საბუთი, თუ ვერ გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე" – აცხადებს "ატლეტიკოს" ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, რომ რონალდო ვერ შეძლებს დაეხმაროს თავის ნაკრებს ბოსნიის ნაკრების წინაამდეგ მატჩებში, რადგან ჯერ კიდევ ვერ მოირჩინა ტრავმა, რომელიც სექტემბერის მიწურულს მიიღო.
"თამაში ძალიან რთული იქნება. ბოსნიელები ტექნიკურად ძალიან კარგად არიან მოომზადებულნი, მაგრამ გვაქვს დრო, რათა მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ. ეს იქნება უმიშვნელოვანესი თამაში უმეტესი ფეხბურთელებისთვის. ამიტომ თავი საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინოთ და გავიმარჯვოთ" – განაცხადა სიმაომ.
- 13 ნოემბერი 2009
- 1 595
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.