ოზილს რეალის დატოვება არ სურს
მადრიდის რეალის ნახევარმცველმა მესუთ ოზილმა გუნდიდან წასვლაზე უარი განაცხადა.
ფლორენტინო პერესმა შეთანხმებას მიაღწია არსენალთან, რომლის მიხედვითაც მეთოფეები 45 მილიონის სანაცვლოდ ოზილს შეიძენდნენ, მაგრამ მესუთმა უარი განაცხადა კლუბის გამოცვლაზე.
შემოთავაზება არსენალიდან ძალიან სპონტანურად მოხდა და სამეფო კლუბის წარმომადგენლებმაც დააკმაყოფილეს მათი მოთხოვნა, მაგრამ ფეხბურთელმა და მისმა მამამ გადაწყვიტეს, რომ გერმანიის ნაკრების გამთამაშებელი არსად წავა და პირიქით კონტრაქტს გაახანგრძლივებს სამეფო კლუბთან, იმ შემთხვევაში, თუ კლუბი ამას მოისურვებს.
ინფორმაციის წყარო: marca.com
- 2 სექტემბერი 2013
- 2 606
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.