გუნდი რომელიც არ დაგაფასებს
მოკლედ ყველაფერი იქით მიდის, რომ მადრიდის რეალს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი - მესუთ ოზილი დატოვებს. იგი სამეფო კლუბს 2010 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 158 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მერამდენე შემთხვევაა, როდესაც რეალში ფეხბურთელებს არ აფასებენ, რომლებიც არა მარტო თამაშის ხარისხით, არამედ პროდუქტიულობითაც გამოირჩევიან. იმ მრავალრიცხოვან ფეხბურთელთა რიცხს შესაძლოა დღეს მესუთ ოზილიც მიეწეროს.
დიახ, ეს მადრიდის რეალია, გუნდი რომელშიც არ დაგაფასებენ. მართალია ხშირად ამბობენ, რომ წარმოშობით თურქი ნახევარმცველი სტაბილურობით არ გამოირჩევა, მაგრამ ეს ასე არ არის. უბრალოდ მისგან მიჩვეულნი ვართ ლამაზად თამაშს, ფინტებს, საოცარ გადაცემებს და როდესაც მისგან აღნიშნულს ვერ ვხედავთ უარყოფითად ვაფასებთ, არადა გადავხედოთ მის სტატისტიკას. 158 მატჩში 27 გოლი, რაც შეიძლება ითქვას ცუდი მაჩვენებელია, მაგრამ არა ისეთი ფეხბურთელისათვის, რომელსაც გოლის გატანაზე მეტად საგოლე გადაცემის გაკეთება სიამოვნებს. მან სამეფო კლუბის მაისურით ასპარეზობისას 71 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი, რაც ფენომენალური შედეგია, დაახლოებით 23,5 პასი სეზონში.
აღსანიშნავია, რომ მას ძალიან კარგად უგებს კრიშტიანო რონალდო და მათი დუეტი პრაქტიკულად შეუჩერებელია. მართალია ისკო ბრწყინვალედ გამოიყურება და გადამწყვეტ გოლებსა და საგოლე გადაცემებს ასრულებს, თუმცა სწორედ ოზილის უთამაშებლობით შეიძლება რონის არაპროდუქტიულობის ახსნა, რადგან გოლების უმეტესობას პორტუგალიელი სწორედ მესუთის გადაცემების შედეგად იტანს.
მადრიდის რეალში კონკურენცია დიდია, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ კარლო ანჩელოტი მოახერხებს და მოძებნის ადგილს ძირითად შემადგენლობაში როგორც ისკოსთვის, ისე ოზილისთვის. საუკეთესო ვარიანტი ალბათ რონალდოს ცენტრ-ფორვარდად დაყენება იქნება, რადგან უკანასნკელ პერიოდში პორტუგალიელი ტიპიურ ბომბარდირად იქცა თავისი საოცარი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე. ბენზემას თამაშს თუ შევხედავთ ამის შანსი ნამდვილად დიდია. ამ შემთხვევაში ბეილი თავის საყვარელ მარცხენა ფლანგს დაიკავებს, ისკო და ოზილი კი მარჯვენა ფლანგსა და ცენტრს გაცვლიან.
მოკლედ იმედი მაქვს მადრიდის რეალი არ დაუშვებს კიდევ ერთ შეცდომას და ახლა მაინც დააფასებს გულშემატკივრების საყვარელ ფეხბურთელს და ჩემი აზრით ბლანკოსიდან ვინმე თუ არის გასაშვები, ეს დი მარიაა, რომელიც ყველაზე ხშირად აფუჭებს თამაშს მისი არასტაბილურობის ხარჯზე. იმ სქემაში კი, რომელსაც კარლო ანჩელოტი აწყობს მესუთ ოზილი უფრო მეტად ჯდება.
- 2 სექტემბერი 2013
- 3 542
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.