„რეალს“ კაკას უქმობა 116.6 მლნ. დაუჯდა
როგორც იცით, ბრაზილიელი ფეხბურთელის დრო დათვლილია სამეფო კლუბში.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ 4 წლიანი მადრიდული კარიერის განმავლობაში, იმედგაცრუების მეტი არაფერი მოუტანია კაკას.თავის დროზე „მილანიდან“ 67 მილიონად ნაყიდ ნახევარმცველზე ყველას დიდი მოლოდინი გვქონდა, თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ და კოვზი ნაცარში ჩაგვივარდა.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის გმირი, მადრიდული გრანდისაგან, ჰონორარის სახით, 10 მილიონ ევროს იღებდა.ის კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეებიდან, მხოლოდ რონალდუს ჩამორჩება.ფეხბურთელი, რომელიც ესპანეთში ყოფნისთვის ყოველ წუთში 17.004 ევროს იღებდა, საერთო ჯამში, „ბლანკოსს“ 116.6 მლნ. ევრო დაუჯდა (67 მლნ. მისი ტრანსფერი, ხოლო 49.6 მლნ. ხელფასის სახით გაცემული თანხა).
აქედან გამომდინარე, ალბათ ხვდებით, რომ სამხრეთ ამერიკელის კლუბიდან გაშვება, „რეალისათვის“ ფინანსური კუთხით გარკვეული შეღავათი იქნება, რამაც შეიძლება დანარჩენი მოთამაშეების სახელფასო ჭერის ზრდა გამოიწვიოს.ამასთანავე, გუნდში აღარ იქნება ფეხბურთელი, რომელიც უსაქმურობისთვის ასტრონომიულ თანხებს მიიღებს.
as.com
- 2 სექტემბერი 2013
- 2 941
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.