ბეილისთვის „ბერნაბეუ“ ნაცნობია

დღეს, როდესაც გარეთ ბეილი „სანტიაგო ბერნაბეუს“ მწვანე მინდორზე დადგამს ფეხს, მადრიდელი ინჩასები მხურვალე აპლოდისმენტებს მიუძღვნიან.

თუმცა იყო პერიოდი, როდესაც უელსელსა და თავის ყოფილ გუნდს, მადრიდისტები სტვენას უძღვნიდნენ.ალბათ, ყველას გახსოვთ ჩემპიონთა ლიგის 2010-11 წ.წ. სეზონის 1/8 ფინალური დაპირისპირება, სადაც „თეთრები“ და „დეზები“ ერთმანეთს ეპაექრებოდნენ შემდეგი ეტაპის საგზურისათვის.პირველი ორთაბრძოლა ესპანეთში გაიმართა.რომ არა პიტერ კრაუჩის წითელი ბარათი მე-14 წუთზე, შესაძლებელია მოვლენები სხვაგვარადაც განვითარებულიყო, მაგრამ მადრიდელება იმ მატჩში 4 უპასუხო გოლი გაუტანეს მოწინააღმდეგეს.

გარეთ ბეილი მოედანზე პირველი წუთებიდან ირჯებოდა.ის მაშინ ძირითადიად დაცვითი ფუნქციებით იყო დაკავებული, თუმცა რამდენჯერმე კასილიასის კარისკენაც დაიძრა, სადაც რამოსს პეპეს დახმარება დასჭირდა მის გასანეიტრალებლად.

მოკლედ, ასეა თუ ისეა, დრო შეიცვალა და ერთ დროს მოწინააღმდეგ გარეთი, ახლა „ჩამარტინის“ მკვიდრი ხდება!

marca.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)