უელსის ახალი პრინცი
ბეილის მშობლიურ ქალაქში, ბავშვები რაგბის უფრო დიდ უპირატესობას ანიჭებენ, ვიდრე ფეხბურთს.
მათი ოცნებები ოვალურია და კარდიფის Millennium-ის სტადიონს არ ცდება, სადაც „წითელი დრაკონების“ გამოჩენისთანავე, ადგილობრივები საგულშემატკივროდ ძალისხმევას არ იშურებენ.ატმოსფერო უფრო შესაშურია, როდესაც თამაში 6 ერის თასის ფარგლებში იმართება.
როგორც რიგითმა უესლესმა, გარეთმაც თავდაპირველად სპორტის ზ/ხსენებულ სახეობაში მოსინჯა ძალები.ის საკმაოდ სწრაფი გახლდათ, თუმცა თანაგუნდელებთან შედარებით, ფიზიკურ კონდიციებში მოიკოჭლებდა და ამიტომაც ხელის ჩაქნევა არჩია.ამის შემდეგ, მის ცხოვრებაში იყო ჰოკეი და ათლეტიკა, თუმცა ესენიც მხოლოდ დროებით.
ზოგადად უელსური ფეხბურთი, განებივრებული არარის პომპეზური მოვლენებით.ბრიტანეთის ეს სახელმწიფო, 1985 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშით თუ მოიწონებს თავს.რაც შეეხება ინდივიდუალურ მხარეს, ისტორიას ახსოვს რამდენიმე უესლელი ფეხბურთელი, რომლებმაც ასახელეს ქვეყანა.ესენი არიან: ჯონ ჩარლსი, ჯონ ბენჯამი ტოშაკი, იან რასი, რაიან გისი და მარკ ჰუგსი (ერთადერთი უელსელი, რომელსაც პრიმერაში უასპარეზია.თამაშობდა ბარსაში 1 სეზონის განმავლობაში).
ბოლო დროინდელი მოვლენებიან გამომდინარე, უელსის საფეხბურთი ცხოვრებაში გარკვეული დოზით გარდატეხა მოხდება.ადგილობრივი ბავშვის კუმირთა რიგებში, სახელოვანი რაგბისტის, ნეილ ჯენკინსის გვერდით ბინას დაიდებს გარეთ ბეილიც, რომელმაც „რეალში“ გადასვლასთან ერთად, უელესის ახალი პრინცის წოდებაც მოიპოვა.
marca.com
- 1 სექტემბერი 2013
- 2 106
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.