"აიაქსს" დრენტე სურს
მადრიდის "რეალის" ჰოლანდიელი ფეხბურთელი როისტონ დრენტე შეიძლება სამშობლოში დაბრუნდეს.
მას შემდეგ, რაც დრენტემ 2007 წლის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა, ის მაშინვე "რეალმა" შეიძინა, მაგრამ როისტონმა მასზე დამყარებული იმედები ვერ გაამართლა. კლუბი უკმაყოფილოა მისი თამაშით.
წლევანდელ ზაფხულს ბევრი საუბრები იყო იმის შესახებ, რომ დრენტე მადრიდს დატოვებდა, მაგრამ ფეხბურთელი "ბლანკოსში" დარჩა. პელეგრინიმ ის "ალკორკონთან" მატჩში ათამაშა, მაგრამ როისტონმა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა.
მიუხედავად არადამაჯერებელი თამაშისა, ფეხბურთელმა მაინც მიიპყრო გუნდების ყურადღება, რომელთაც სურთ მისი შეძენა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში. დრენტეს შეძენით დაინტერესებულია ამსტერდამის "აიაქსი". შეგახსენებთ, რომ როისტონი "რეალში" გადასვლამდე "ფეინოორდის" ღირსებას იცავდა ორი წლის განმავლობაში.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 13 ნოემბერი 2009
- 1 748
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.