კაკა გალიანის შეუერთდა
როგორც რამდენიმე საათის წინ დავწერეთ, „მილანის“ ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი, დღეს დილით მადრიდში ჩაფრინდა და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მართავს შეხვედრას.
სამეფო კლუბის საშინაო არენაზე მივიდა რიკარდო კაკაც, რომელსაც „როსონერის“ წარმომადგენელთან სატრანსფერო დეტალებსა და ახალ კონტრაქტზე ექნება საუბარი.
მოგეხსენებათ, ბრაზილიელმა წასვლის სურვილი გამოთქვა და ამის წინააღმდეგი არც „რეალია,“ თუმცა მეორე საკითხია რამდენად დათანხმდებიან „ბლანკოსში,“ იტალიელების მწირ შეთავაზებას, რომელიც ბრაზილიელის უფასოდ გაშვებას გულისხმობს.
რაც შეეხება თავად ფეხბურთელს, ის აპენინებზე დაბრუნების შემთხვევაში, მზადაა სახელფასო ჭერის განახევრებას დათანხმდეს, ანუ მადრიდში წლიურად თუ იღებდა 10 მლნ, მილანში მისი ჰონორარი 5 მლნ.-მდე შემცირდება.
as.com
- 1 სექტემბერი 2013
- 3 027
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.