ანჩელოტი: "ლუკა ფანტასტიკურად გამოიყურებოდა"
ბასკების 3-1 დამარცხების შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ საკუთარი შეგირდების თამაში შეაფასა.
"ვფიქრობ, კარგი მატჩი გამოდგა.თამაში ინტენსიურად არ დაგვიწყია, თუმცა 15 წუთის შემდეგ ჩავჯექით რიტმში."
"კმაყოფილი ვარ ბიჭების გარჯით.ვგონებ, შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს.ამ რესურსით ბევრის გაკეთება შეგვიძლია.ასევე, აღსანიშნავია ჩვენი წარმოდგენა დაცვაში და ბურთის ფლობა.გუნდი წარმატებთ გამოვიდა მოედანზე, მაგრამ უფრო კარგი მატჩები წინ გველოდება."
"ლუკა ფანტასტიკური მოთამაშეა, რაც შეეხება ისკოს, საქებარს სიტყვებს ვერ დავიშურებ მისი მისამართით.შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს დიდი ხანია "რეალის" რიგებში თამაშობს.მისი ხასიათი და თვისებები გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს.ის სრულიად თავისუფალია მწვანე მინდორზე ზონების შერჩევის დროს."
"რონალდუმ გაიტანა და ეს კარგია მისთვის.არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს პორტუგალიელს."
"ქომაგების ნაწილმა კარიმი სტვენით გააცილა, ხოლო დი მარიას მხურვალე აპლოდისმენტები მიუძღვნეს.ბენზემა ისეთი ტიპის ფეხბურთელია, რომელსაც მძიმე სამუშაო არ ევალება, ანხელს კი პირიქით.აქედან გამომდინარე, შეკრებულმა პუბლიკამ სწორი შეფასება გააკეთა, ანუ მათ ტაში დაუკრეს თავდაუზოგავ შრომას.პირადად მე, ორივეს წარმოდგენა მომეწონა."
"ბუნებრივია, სათადარიგოზე დარჩენით ყველა უკმაყოფილია.არ მიყვარს მოთამაშე, რომელიც სკამზე ზის და ამით ბედნიერია.დი მარიას სასტარტოში თამაში საფეხბურთო გადაწყვეტილება გახლდათ.ის იმსახურებდა თამაშს."
"აღსანიშნავია, რომ სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა, რაც ძალიან გამოგვადგა."
"ვერ გეტყვით რა მოხდება სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს.შეიძლება ვინმე მოვიდეს, ან პირიქით, წავიდეს."
"კოენტრაუ გუნდში რჩება და ამით ყველანი გახარებულნი ვართ."
realmadrid.com
- 1 სექტემბერი 2013
- 2 667
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.