მესუთი საგონებელშია
გასულ კვირას, "ადიდასის" მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციაზე, მესუთ იოზილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ "რეალიან" წასვლას არ ფიქრობს.
ესპანეთში უკვე მიიჩნევენ, რომ შესაძლებელია "ატლეტიკთან" მატჩის სათადარიგოზე გატარებამ, მესუთ იოზილის გონებაში გადატრიალება მოახდინოს.მოგეხსენებათ, განვლილ დაპირისპირებაში გერმანელი ნახევარმცველი, კასილიასის მსგავსად, სკამიდან არ წამომდგარა.ის მთელი მატჩის განმავლობაში, გაყინული სახით ადევნებდა თვალ-ყურს თანაგუნდელების თამაშს.
"ას"-ს მიმომხილველის თქმით, არ არის გამორიცხული მესუთი უკვე "მანჩესტერზეც" ფიქრობდესო, რამეთუ ისკოს ბრწყინვალე თამაში, მის სასტარტოში დაბრუნების პერსპექტივას წყალს უყენებს.ამას ემატება ბეილის გამადრიდელებაც და საერთო ჯამში, იოზილი სათამაშო წუთების მნიშვნელოვნად შემცირებას მივიღებთ.
ზემოდ დაწერილი, მხოლოდ და მხოლოდ მოსაზრებაა, თუმცა არცთუ ისე აზრს მოკლებული.სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მხოლოდ 1 დღეა დარჩენილი.ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიირებს იოზილი, რომელიც რთული ხასიათით გამოირჩევა.
as.com
- 1 სექტემბერი 2013
- 2 836
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.