ბეილი რეალის ფეხბურთელია
ბეილი "რეალში" ითამაშებს...
ბეილი "რეალთან" 6 წლიან კონტრქტს გააფორმებს და წლიურად 7 მილიონ ევროს მიიღებს ყოველგვარი ბონუსების გარაშე. ყველანაირი პრობლემა მოგვარებულია იმისდა მიუხედავად, რომ დალიენ ლევი ტრანსფერს განგებ წელავდა. "სპურსებმა" უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში ორი საკმაოდ ძვირიანი ტრანსფერი გაჩარხეს ლამელასა(30 მილიონი ევრო) და ერიკსენის(13,9 მილიონი ევრო) სახით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბეილი უკვე "რეალის" ფეხბურთელია. რაც შეეხება სატრანსფერო თანხას ეს იქნება სარეკორდო 101 მილიონი ევრო და არა 91 მილიონი ევრო, როგორც ეს ფლორენტინო პერესს სურდა.
გარდა ამისა ბეილიე კონტრაქტით გათვალისწინებული 7 მილიონი ევროს გარდა რეკლამებიდან შემოსული თანხის 60%-საც მიიღებს. აქვე გეტყვით, რომ რონალდო მხოლოდ 40%-ს იღებს.
ბეილი იქნება მე-13 ბრიტანელი ფეხბურთელი ბექჰემის, ვუდგეიტის, ოუენის, მაკმანამანის, კუნინგჰამის, ვოცონის, ვისკესტაფის, ლინის, ლინდსის, ვოლასის, ჯონსონის და სტამფჰერის შემდეგ. ასევე პირველი უელსელი ფეხბურთელი.
As.com
- 1 სექტემბერი 2013
- 6 949
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.