ჩერიშევი „სევილიას“ უახლოვდება
რადიოსადგურ Cadena SER-ის ინფორმაციით, რუსი ფეხბურთელი მომდევნო სეზონს სევილიურ კლუბში გაატარებს.
მოგეხსენებათ, დენისის მთავარი მიზანი, მსოფლიოს 2014 წლის მუნდიალზე ასპარეზობაა.იმისათვის, რომ ფეხბურთელმა ფაბიო კაპელოსგან მოწვევა მიიღოს, საჭიროა სათამაშო პრაქტიკა.
დიდი ალბათობით, „რეალში“ დარჩენის შემთხვევაში, დენისი მწვანე მინდორზე იშვიათად გამოჩნდება და ამიტომაც, გადაწყვეტილი აქვს იჯარის წესით სხვა კლუბში ასპარეზობა და საკუთარი პოტენციალის გამოვლენა.
რაც შეეხება „სევილიას,“ ანდალუსიელები კონდოგბიას, მედელისა და ნავასის წასვლის შემდეგ, ვინგერის ძიებაში არიან.ისინი ფიქრობენ, რომ ჩერიშევი იდეალური ვარიანტია გუნდის გასაძლიერებლად.
merengues.ru
- 1 სექტემბერი 2013
- 1 367
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.