ლუიშ ფელიპე სკოლარი:"რეალმა" დრო უნდა მისცეს პელეგრინის"
ლუიშ ფელიპე სკოლარის აზრით, "რეალი" იმიტომ ვერ თამაშობს გუნდურ ფეხბურთს, რომ პელეგრინის არ ჰქონდა საკმარისი დრო.
სკოლარის აზრით, პელეგრინის გუნდიდან გაშვება შეცდომა იქნება, რადგან ეს გუნდზე უარყოფითად იმოქმედებს.
დღეს სკოლარი უზბეკეთის "ბუნდეკორის" მწვრთნელია. ის თვლის, რომ "სამეფო კლუბმა" უნდა მოითმინოს და მისცეს პელეგრინის დრო სამუშაოდ.
"თუ "რეალს" სურს მოიგოს ჩემპიონთა ლიგა და იყოს შესანიშნავი გუნდი, მაშინ უნდა ისწავლონ მოთმინება".
"არ უნდა ცვლიდნენ მწვრთნელებს 5–6 თვის დანიშვნის შემდეგ" – განაცხადა ბრაზილიელმა მწვრთნელმა.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 13 ნოემბერი 2009
- 1 513
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.