ანჩელოტისთვის სიმაღლე განმსაზღვრელია
როგორც ჩანს, კარლო ანჩელოტი მეკარეების შერჩევის დროს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სიმაღლეს.
მის სამწვრთნელო კარიერას თუ გადავხედავთ, იტალიელი ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდა კიპერს, რომელიც სიმაღლესთან არცთუ ისე ცუდ დამოკიდებულებაში იმყოფება.
„იუვენტუსში“ მუშაობის ჟამს (1996-97 წ.წ.), კარლიტომ რამდენიმე თამაშის შემდეგ, შემადგენლობიდან ამოაგდო 1 მ. 80 სმ-იანი ლუკა ბუცი და მის ნაცვლად 1.91-იან ჯიჯი ბუფონს უხმო, ხოლო 1998-99 წ.წ. სეზონში, ანგელო პერუცი, ვან დერ სარით ჩაანაცვლა (1.99).
„მილანში“ გადასვლის პირველ წელს, ანჩე აბიატის ენდობოდა (1.91), თუმცა მომდევნო სეზონში დიდა მოიყვანა (1.95), რომლის დამტვრევის შემდეგ, „როსონერის“ კარი ავსტრალიელმა კალაჩიმ (2.02) დაიკავა.
რაც შეეხება „ჩელსისა“ და „პსჟ“-ში მუშაობის წლებს, კარლიტოს დიდი თავსატეხი არ ჰქონია, რამეთი ჩეხიცა (1.96) და სირ იგუც (1.92) სიმაღლეში არ მოიკოჭლებდნენ.
და ბოლოს, კარლიტოს ეს თავისებურება „რეალშიც“ გრძელდება, სადაც შედარებით დაბალ იკერს (1.85), დიეგო ლოპესი (1.92) არ აძლევს სასტარტოში ადგილს.
marca.com
- 31 აგვისტო 2013
- 4 487
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.