კაკას პრესკონფერენცია

კაკამ Marca-თან საუბარში ისაუბრა კლუბში მიმდინარე მოვლენებზე.

როგორ გრძნობთ თავს თასზე განცდილი ფიასკოს შემდეგ?

ეს ყველასთვის მძიმე დარტყმა იყო. ჩვენ ადრეულ სტადიაზე დავტოვეთ ეს ტურნირი. მართალია ახლა ყველანი ცუდ ხასიათზე ვართ, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ.

როგორც ჩანს კრისტიანო რონალდოს ტრავმა გუნდის თამაშზე აისახება...

მან ტრავმა მიიღო მაშინ, როცა გუნდი ფორმაში შედიოდა. მისი თამაში ძალიან ბევრს გვმატებს, მაგრამ ისე უნდა ვითამაშოთ, რომ ერთ ფეხბურთელზე არ ვიყოთ დამოკიდებულნი.

როდის ვიხილავთ "რეალის" საუკეთესო თამაშს?

ამაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ საქმე არასტაბილურობაშია – კარგად ვერ ვთამაშობთ დიდი ხნის განმავლობაში. "მილანის" წინააღმდეგ დიდებული პირველი ტაიმი ჩავატარეთ, მაგრამ მეორეში ვერაფრის გაკეთევა შევძელით. ასევე იყო "ატლეტიკოსთან" მატჩშიც... ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია. გვსურს ვითამაშოთ ისე, როგორც გულშემატკივარს სურს, მაგრამ ამის გაკეთება რთულია, რადგან შემადგენლობის ნახევარი მცირე ხანია რაც ერთად ვთამაშობთ.

როგორც ჩანს თქვენც არასტაბილური ხართ გუნდთან ერთად...

დიახ, მაგრამ ვფიქრობ ბევრის გაკეთება შემიძლია გუნდისთვის. მე ყველა შეხვედრაში კარგად უნდა ვითამაშო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამომდის. სიმართლე გითხრათ არაა ადვილი კვირაში სამი მატჩის ჩატარება. ყევლაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, რათა საუკეთესო ფორმაში ჩავდგე. ახლა ვცდილობ გუნდის ფორვარდებთან შევთამაშდე.

ყველაფერში დამნაშავე პელეგრინია?

"რეალში" მუდამ ასე იყო – ყველაფერი მწვრთნელს ბრალდებოდა, მაგრამ პირადად ვფიქრობ, რომ ის შესანიშნავად მუშაობს მიუხედავად "ალკორკონთან" და "მილანთან" განცდილი ფიასკოს შემდეგ. ლა ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე კარგი შედეგები ვაჩვენეთ და იმედი მაქვს ეს მხოლოდ დასაწყისია.

"ელ კლასიკო" ორ კვირაში გაიმართება. როგორ გრძნობთ თავს თამაშის წინ?

მატჩი სანახაობრიობას გვპირდება. ეს იქნება ჩემი პირველი "კლასიკო". ამ ეტაპზე ვერ შევედრებით "ბარსელონას" – ისინი დიდი ხანია ერთად თამაშობენ და ყოველ წელს ცოტა ცვლილებებს ანხორციელებენ. ჩვენ კი გუნდში რვა ახალწვეული გვყავს და ახალ ეტაპს ვიწყებთ. ეს მხოლოდ დასაწყისია.

კარგი იქნება ისე ითამაშოთ, როგორც დერბიში "ატლეტიკოს" წინააღმდეგ...

სასიამოვნო იყო ასეთ მატჩში გოლის გატანა. ახლა კი ვამაყობ იმით, რომ პირველივე დერბიში შევძელი გოლის გატანა.

შეძლებს "ბარსელონა" გასული სეზონის მიღწევის განმეორებას?

ამ სეზონში მათ დიდი კონკურენცია ელით.

გულშემატკივრები შეწუხებულნი არიან "რეალის" პერსპექტივებით ამ სეზონში...

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში და ჩემპიონათა ლიგაზე კარგად გამოვდივართ. კარგი იქნებოდა ამავე სეზონში გავემართოთ "სიბელესზე". როცა მის გვერდით ჩავივლი, წარმომიდგება ხალხი, რომელიც ჩვენს ტრიუმფს ზეიმობს. ამისთვის ბევრი მუშაობა მოგვიწევს.

რაული ბოლო დროს ცოტა სათამაშო დროს იღებს. როგორ ეგუება ამას?

რაული უდიდესი პროფესიონალია. ის მუდამ ბევრ მუშაობს ვარჯიშებზე და მუდამ სურს იყოს საუკეთესო. ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის.

გუტი, გუნდის ვიცე–კაპიტანი ახლა ცუდ დროებას განიცდის. რას ფიქრობთ მის შესახებ?

მე არ ვყოფილვარ პირველ შეხვედრაში "ალკორკონის" წინააღმდეგ და არ ვიცი რა ვთქვა ამის შესახებ. საერთოდ მუდამ მაკვირვებს მისი ტექნიკა. როცა ის ბურთითაა, უნიკალურად თამაშობს.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

  • faqo
  • 13 ნოემბერი 2009
  • 2 825
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)