ხენტო, რონალდო და ახლა უკვე ბეილი
როგორც იქნა, სამეფო კლუბში 11 ნომრიან მაისურს პატრონი გამოუჩნდა
ალბათ, ყველამ იცით, რომ სამეფო კლუბში 11 ნომერი კარვალიუს წასვლის შემდეგ ვაკანტური იყო.რა თქმა უნდა, ეს შემთხვევით არ მომხდარა, მას გარეთ ბეილს უნახავდნენ.ამ უკანასკნელისათვის „თერთმეტიანი“ უცხო როდია, რამეთუ ნაკრებშიც და აწ უკვე ყოფილ კლუბშიც, სწორედ ამ ნომრის ქვეშ ასპარეზობდა.
მადრიდული ისტორიის განმავლობაში, 11 ნომრიანი მაისურის მფლობელი არაერთი სახელოვანი მოთამაშე გახლდათ.ბუნებრივია, დანარჩენებისგან გამოსარჩევია პაკო ჰენტო, რომელმაც „ბლანკოსში“ 18 სეზონი გაატარა.ამასთან 12-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და 6-ჯერ ევროპის თასი.
11 ნომრით ირჯებოდნენ შემდეგი ფეხბურთელები: ხოსე ემილიო ამავისკა, სავიო ბორტოლინი, ბრაზილიელი რონალდო, ოუენი, არიენ რობენი, კარიმ ბენზემა და ა.შ.
ერთი სიტყვით, გარეთ ბეილის ახალ მაისურს, დიდი გვარის მქონე წინაპრები ყავდა.იმედია, გარეთი უფრო წარმატებით ატარებს მას.
as.com
- 2 სექტემბერი 2013
- 3 926
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.