ანდრეი შევჩენკო: "კაკას გადაწყვეტილება მართებულია"
ანდრეი შევჩენკოს განცხადებით, რიკარდო კაკამ მართებული გადაწყვეტილება მიიღო, მან რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს სამეფო კლუბი და სხვა გუნდში გადავიდეს, სადაც მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება...
„კარლო ანჩელოტის პოზიცია ამ შემთხვევაში სრულიად გასაგებია, მას უბრალოდ ადგილი აღარ აქვს რიკისთვის, რადგან სამეფო კლუბში უამრავი ნახევარმცველი ირიცხება, რაც ჩემი აზრით ზედმეტია, თუმცა რადგან ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ მოედნის ცენტრს სჭირდება ამდენი შეგირდი, ესეიგი ასეა, რადგან შიდა სიტუაცია მათ უკეთესად იციან.“
„რიკის შანსი ვერ მიეცემა, „ბლანკოსს“ ჰყავს ისკო, მოდრიჩი, იოზილი, დი მარია და კიდევ მრავალი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებზეც კარლო გათვლებს აკეთებს, კაკა კი ასაკშია, აქედან გამომდინარე მან ნამდვილად უნდა დატოვოს ახლანდელი კლუბი და სხვაგან წავიდეს.“
„ერთ წელიწადზე ნაკლებია დარჩენილი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატამდე, დარწმუნებული ვარ ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი უდიდეს ყურადღებას მიაქცევს თუ რა დრო ექნება დაყოფილი მოედანზე რიკარდოს. თუკი რიკიმ ესპანეთი არ დატოვა, იგი კვლავ სათადარიგოთა სკამზე იჯდება და ადგილს ვეღარ მოიპოვებს ეროვნულ გუნდში, რაც მისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება, პირველ რიგში იმიტომ, რომ ბრაზილიელების დახმარებას ვერ შეძლებს, მეორე რიგში კი თვითონ ჩემპიონატი იმართება მისსავე ქვეყანაში, რაც ორმაგი მოტივაციაა.“
- 30 აგვისტო 2013
- 2 735
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.