გალიანი: "კაკას დაბრუნება შესაძლებელია"
გალიანიმ კაკას "მილანში" დაბრუნების სურვილი გამოთქვა.
"დეპორტივოსთან" მატჩის შემდეგ, ბრაზილიელმა რიკარდო კაკამ მედიას განუცხადა, რომ იგი "რეალს" დატოვებს. "თეთრებმა" იციან მოთამაშის სურვილი, რომელსაც კლუბიდან წასვლა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სურს, ფანჯარა კი ორშაბათს, 2 სექტემბერს იხურება. ისევე როგორც ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე კაკას წასვლას ეხება, არსებობს "მილანი", რომელიც ყოველთვის მიიღებს რიკარდოს.
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ Lancenet-თან განაცხადა, რომ მას ბრაზილიელის დაბრუნება სურს: "კაკა ყოველთვის ჩვენ გულებში იქნება. ჩვენ შეგვიძლია მისი დაბრუნება, ეს შესაძლებელია. ასე რომ, ჩვენ დავინახავთ რა მოხდება."
ამდენად, "მილანის" აღმასრულებელ დირექტორს, რომელსაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს მადრიდის "რეალის" პრეზიდენტთან ფლორენტინიო პერესთან, ცხადყო, რომ მას სურს კაკას დაბრუნება "სან სი როზე.
იტალიურ კლუბში თამაშის დროს კაკა 2007 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა "ფიფას" ვერსიით. ბრაზილიელმა იტალია 2009 წელს დატოვა, როდესაც ის მადრიდში გადაბარგდა. მადრიდის "რეალმა" მის სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო გადაიხადა.
- 30 აგვისტო 2013
- 2 506
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.